18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ქართული დელეგაციის პროტესტი ევროსაბჭოს

პროტესტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას.

ქართული დელეგაციის პროტესტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ქართულმა დელეგაციამ ამ ნაბიჯით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინასაც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას ასევე არ დაესწრებიან უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციის წევრები.

"მიზეზები, რის გამოც რუსეთს შეუჩერდა წევრობა, არ არის მოხსნილი და ამდენად მიგვაჩნია, რომ  დასაბუთებას მოკლებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ ამიტომ, მხოლოდ პირველ სესიაზე  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას,"- განმარტა ქართული დელაგაციის პროტესტის შესახებ "კურიერთან" საუბრის დროს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

დღის ამბები