საქართველო უახლესი გეოპოლიტიკური გადათამაშების გასაღებია - "ვაშინგტონ თაიმსი" ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესში კავკასიის რეგიონის და საქართველოს განსაკუთრებულ როლზე წერს
"ჩინეთი, რუსეთი, შეერთებული შტატები და ევროპა სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში უპირატესობის მოპოვებას ცდილობს. მათი გზები კავკასიაში იკვეთება, ამიტომ ყველა ცდილობს ამ რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა გააძლიეროს. შეერთებული შტატებისთვის საქართველო და ისრაელი ყველაზე ერთგული მეგობარი და დასაყრდენია. შტატებმა ფსონი მათზე უნდა დადოს. თავის მხრივ საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია პრიორიტეტულია. თუმცა გახარიას რთული გზა ელის წინ და ამ გზაზე მას ამერიკის დახმარება სჭირდება," -წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.