საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში, "მინისტრის საათის" ფორმატში სულ ხუთ მინისტრს მოუსმენს. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გეგმებზე საზოგადოებას ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, მოადგილესთან ერთად მიაწოდა.
"კანონების შექმნასთან ერთად პარლამენტი საზოგადოების სახელით და საზოგადოების ნდობით უნდა აკონტროლებდეს ეფექტურად თუ როგორ იხარჯება გადასახადები რამდენად შედეგიანად კეთდება და სრულდება გეგმები რომელიც სხვადასხვა სამინისტროს აქვს,"-ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
დეპუტატები ნოემბერში, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მოუსმენენ. დეკემბერში კი, დეპუტატების წინაშე განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარსდგება. ასევე იგეგმება საკომიტეტო მოსმენები სადაც 8 მინისტრს 23 თემასთან დაკავშირებით მოუსმენენ.