22 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ჭიათურაში 29 წლის მაღაროელი დაიღუპა - მაღაროში მუშაობა დროებით შეჩერებულია

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა. 29 წლის მამაკაცის, გაგა ბოჭორიშვილის ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილობრივი პროფკავშირების ინფორმაციით მუშა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოჰყვა.  გარდაცვლილი დარკვეთის მაღაროში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები  დარღვეული იყო. ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "ჯორჯიან მანგანეზმა". კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

"ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები