22 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ისევ ამოიფრქვა. ვულკანის გააქტიურებამდე კატანიის პროვინციაში მიწისძვრები მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

ეტნა კი ვულკანურ ფერფლს და ცხელ ლავას ახლაც აფრქვევს. ქალაქ კატანიის ცა ფრენებისთვის ნაწილობრივ დაიკეტა, ვულკანური ბოლი თვითმფრინავებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. ის 2013 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის რიცხვში შეიყვანა.

დღის ამბები