თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით. ასევე ისაუბრებენ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზეც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საუბარი იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლზეც:
"შეხვედრა დაეთმობა თანამშრომლობის თემას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განიხილება ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში," -განაცხადა კონსტანტინიდმა.