18 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"ტროლების ფაბრიკა" თუ "გაღმა შეედავეს პრინციპი ქართულ პოლიტიკაში" - კიბერშეტევას ხელისუფლება და ოპოზიცია აფასებს

სახელმწიფო უწყებებზე და მედიაორგანიზაციებზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარები პარლამენტშიც გაკეთდა. პოლიტიკოსებმა ურთიერთბრალდებები ერთმანეთს წაუყენეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ კიბერშეტევა, შესაძლოა, სწორედ "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებადი კიბერჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული.

რომან გოცირიძემ ხაზი გაუსვა ჰაკერის კარგ იუმორის გრძნობას, ვინაიდან მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიში ისედაც არსებობდა და ახლა შიში ყველას საკუთარ კომპიუტერებში მიუვიდათ. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ აღნიშნული კიბერშეტევა ხელისუფლების "ტროლების ფაბრიკამ" გააკეთა, რომ შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბრალონ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" საპირისპირო ბრალდებებს უყენებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სტილით ბრძოლა სწორედ ყოფილი ხელისუფლების სტილია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ კიბერშეტევის შესახებ არაფერი სმენია და ალბათ შესაბამისი ორგანოები ერკვევიან ამაში. "გაღმა შეედავეს პრინციპი ქართულ პოლიტიკაში“ - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ რომან გოცირიძის განცხადება და დასძინა, რომ ტროლებით, ფეიკნიუსებითა და მსგავსი ტყუილებით თავად "ნაციონალური მოძრაობა" არის გამორჩეული.

დღის ამბები