18 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ტელეკომპანია "იმედისა" და "მაესტროს" გათიშული მაუწყებლობა - კიბერშეტევა 2000-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის ქსელზე

კიბერშეტევა 2000-მდე ვებგვერდზე - თავდასხმის გამო რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო ორი ტელეკომპანიის, "იმედისა" და "მაესტროს" მაუწყებლობა. სახელმწიფო უწყებების გარდა, სხვადასხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ საკუთარ ქსელზე წვდომა დაკარგა. ადმინისტრაციული ერთეულებისა და სასამართლოების ვებგვერდებზე მუშაობა შეუძლებელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. პირველი კიბერშეტევა დღის პირველ ნახევარში მოხდა, რის შემდეგაც კიბერთავდასხმა, ეტაპობრივად, სხვადასხვა სამსახურზე გავრცელდა.

"იმედი ჰოლდინგის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ გაფუჭებულია ძვირადღირებული კომპიუტერები, დაზიანებულია ტექნიკა, სისტემაზე წვდომას კი კვლავ ვერ ახერხებენ.

ანდრო ლაშხის თქმით, ამ ეტაპისთვის გარდა იმისა, რომ ეს იყო კიბერშეტევა სხვა ინფორმაცია არა აქვთ. მისივე თქმით, ორივე ტელეკომპანიას ძალიან დიდი ზარალი მიადგათ.

დაზარალებული ტელეკომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ამჟამად გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

დღის ამბები