18 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
"მორატორიუმი დამაზიანებელია ქვეყნისთვის" - უდუმაშვილი შეწყალების სანდო და გამჭირვალე კომისიის დროულად შექმნას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის გაუქმებას ითხოვს. "კურიერთან" საუბრის დროს უდუმაშვილი ამბობს, რომ მორატორიუმი ქვეყნისთვის დამაზიანებელია და სასწრაფოდ უნდა მოხდეს შეწყალების კომისიის დაკომპლექტება.

"მთავარია, რომ ის ორგანო ვინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე. იყოს მაქსიმალურად დაკომპლექტებული იმ ადამიანებისგან ვისაც აქვს მაქსიმალური სანდოობა საზოგადოების მხრიდან, ის მორატორიუმი, რომელიც ახლა არის გამოცხადებული არის ძალიან დამაზიანებელი ზოგადად ქვეყნისთვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს ის მექანიზმი, რომლითაც იმუშავებს საქართველოს პირველი პირი,"- აცხადებს უდუმაშვილი.

დღის ამბები