18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
დავით ბაქრაძე ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა

ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები პენსიონერები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აფენის თემში მცხოვრებ ხანდაზმულებს შეხვდა.

როგორც მოსახლეობა ამბობს, 200 ლარიანი პენსია თვიდან თვემდე არ ჰყოფნით და სოცილური დახმარების მოხსნაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დავით ბაქრაძის თქმით, "ევროპულ საქართველოს" აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენა და საპენსიო რეფორმის გაუმჯობესება.

მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" ამოცანა მოსახლეობის დახმარება და ქვეყნის წინსვლაზე ზრუნვა იქნება.

დღის ამბები