18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
საქართველო "დემოკრატიათა თანამეგობრობის" მმართველი საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა
პოლონეთის ინიციატივით საქართველო "დემოკრატიათა თანამეგობრობის" მმართველი საბჭოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა.

"მმართველ საბჭოში საქართველოს მიღება იმ ხელშესახები პროგრესის შედეგია, რაც საქართველომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მიაღწია" - აღნიშნულია საბჭოში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი  დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის მიზით ერთობლივი ძალისხმევაა. 

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საბჭო საქართველოს,  რეგიონში  დემოკრატიის ლიდერად მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მსოფლიო დემოკრატიის განვითარებაში. 

დღის ამბები