საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა და მეუფე პეტრეს განცხადებებიც შეფასა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების, იმ ისტორიის შეურაცხყოფა, რომელზედაც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის მოვალეობა და ჩემი პერსონალური გამოხატულება," - აღნიშნა დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.