18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი 

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის გადაწყვეტილების მიღებისთვის, სალომე ზურაბიშვილი დროს ითხოვს. უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი წმინდა სინოდის შუამდგომლობას. 

"მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება,“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

დღის ამბები