18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ზეგანაკვეთური დროის ნორმირება და შრომის ხელშეკრულების ვადები - ბიზნესომბუდსმენი  შრომის კოდექსის რეფორმაზე

შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში მესამე საჯარო შეხვედრა გაიმართა. რეფორმის ინიციატორმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ბიზნესსექტორთან და პროფკავშირებთან ერთად შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებზე იმსჯელა.

მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის საკითხებთან დაკავშირებული მექანიზმები მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს.

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, კანონის ერთი ნაწილი სტანდარტებს და უფლებების საკითხებს ასახავს, ხოლო მეორე ნაწილი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, შესაძლო კონფლიქტების წარმოშობის აღმოსაფხვრელად კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს.

როგორც ბიზნესასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ამბობს, ყველაფერი ქვეყანაში უკეთესი სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად და დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდისთვის კეთდება. ნიკა ნანუაშვილის თქმით, მხარეები ცვლილებების მისაღწევ გზებზე ვერ თანხმდებიან.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენს სამუშაო და ზეგანაკვეთური დროის ნორმირებასთან, შრომის ხელშეკრულების ვადებთან და მის შეწყვეტასთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპული შენიშვნა გააჩნია. ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები ბიზნესისთვის მძიმე ტვირთს შექმნის.

დღის ამბები