18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
გიგა ბოკერია და მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ცოტა ხნის პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.

ერთმანეთს სიტყვიერად  მოსამართლეობის კანდიდატი და "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია დაუპირირისპირდნენ.

"შეიძლება თუ არა, რომ ერთი და იგივე მოსამართლემ, თითქმის იდენტური გარემოებების პირობებში, ჯერ ერთნაირად შეაფასოს საქმის შინაარსი, შემდეგ გავიდეს დრო, მოსამართლე დაფიქრდეს  და სხვანაირად შეაფასოს საქმე იგივე მტკიცებულებებით," - ჰკითხა გიგა ბოკერიამ მოსამართლეს.

"თქვენი დარწმუნება არ მჭირდება მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,"- უპასუხა თავის მხრივ ბოკერიას მოსამართლე ქოჩიაშვილმა.

გიგა ბოკერიას შეფასებით,- "ასეთი პასუხით მოსამართლემ ყველას მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა."

დღის ამბები