18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
სიდედრი ოჯახის წევრი არ არის - ლაშა ქოჩიაშვილის პასუხი თინა ბოკუჩავას

სიდედრი ოჯახის წევრი არ არის - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის"  წევრის თინა ბოკუჩავას შეკითხვას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულობა აქვს გაკეთებული, ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა - იზიარებს თუ არა ქოჩიაშვილი "მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ გემოვნებას".

ქოჩიაშვილმა თინა ბოკუჩავას უპასუხა, რომ სიდედრი ოჯახის წევრი არ არის.

"სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შემოწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს", - უპასუხა ქოჩიაშვილმა ბოკუჩავას.

დღის ამბები