18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
თუ კერზაიას საქმეზე ბატიაშვილის დამატებითი გამოკითხვის საჭიროება დადგა, დარწმუნებული ვარ გამოძიებასთან ითანამშრომლებს - ოხანაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის, მიხელ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას უკვე მოყვა  კომენტარები საკანონმდებლო ორგანოში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ თუ საგამოძიებო ორგანოს მიხეილ ბატიაშვილთან, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვლებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაუჩნდება, ის გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს. 

"ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ასეთი ცვლილებები უკავშირდება მთავრობას და მთავრობის შემადგენლობას. ისინი მსჯელობენ აღნიშნულ საკითხებზე. ბატიაშვილის გადადგომაზე დამატებითი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის," - აღნიშნა დეპუტატმა.

 

დღის ამბები