18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" რუპორის ინტერვიუს უფრო ვუსმენდი, ვიდრე სასულიერო პირის - მათიკაშვილი მეუფე პეტრეზე 

მეუფე პეტრეს მხრიდან მორიგ სკანდალურ ბრალდებებს, რომელიც მან პატრიარქის მიმართ გააჟღერა, საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეუფე პეტრე ცაავა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ მისი განცხადებებში პოლიტიკური ხედვები იკვეთება.

"უფრო მეტად პოლიტიკოსის ხედვები დავინახე ვიდრე სასულიერო პირის. ეს არის აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანის ხედვა ყველაფერ დანარჩენთან ერთად. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ სიბინძურეზე და ტყუილებზე. აშკარად ჩანდა მისი განწყობა, მისი სურვილები, მისი პოლიტიკური გემოვნება თუ საითკენ იხრება. არა ერთგზის გაუსვა მან ხაზი. ეს არის ნაციონალური მოძრაობა. მე ამ პარტიის რუპორის ინტერვიუს უფრო ვუსმენდი, ვიდრე სასულიერო პირის," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.   

მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელდება და სიჩუმის სანაცვლოდ ის, ამაში ფულსაც იხდიდა.

დღის ამბები