18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტრთა საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი განიხილეს

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩი იმყოფება. პეინჩინოვიჩმა უკვე გამართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა განიხილეს. 

ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომლის დაცვაც, როგორც თავმჯდომარე, ასევე, ყველა წევრ ქვეყანას ევალება.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდი საქართველოსთვის შესაძლებლობა იქნება, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ შესახსენოს ის უკანონო ქმედებები, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

"ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველო ძალისხმევას არ ზოგავს იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომლის სახლწოდებაც არის „კონფლიქტი საქართველოში“ და რისი საშუალებითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას," - განაცხადა დავით ზალკაიანმა.

მარია პეინჩინოვიჩის განცხადებით, ევროპის საბჭო მონიტორინგს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე აქტიურად ახორციელებს.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. მინდა ჩემი შეხედულება დავაფიქსირო იქ არსებულ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ 6-თვიანი მუშაობა ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა მარია პეინჩინოვიჩმა.

დღის ამბები