18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
არ მჯერა, რომ ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის სისწორეში ვერ არწმუნებს - გოგიჩაიშვილი

"მე კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ისე არ ჩამოქვეითებულან, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდონ," - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს კანონპროექტის მიღების სისწორეში ვერ არწმუნებს.

"იცით რაღარ არ მჯერა ეს ამბავი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახლა კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს უმრავლესობა. ის რაც ხდება არის ძალიან არასერიოზული პროცესი. თუ უნდა დაგვიმტკიცონ, რომ დემოკრატიის კულმინაცია აქვთ პარტიის შიგნით, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად დიქტატურაა შიგნით, ერთი ადამიანი წყვიტავს ყველაფერს ამ ქვეყანაში. მე კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ისე არ ჩამოქვეითებულან, რომ კანონპროექტი ჩააგდონ. დღეს ამ კანონპროექტის მიღება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სჭირდება. ეს არის არასერიოზული, რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები