18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი  საპარლამენტო უმრავლესობას და თანამდებობას ტოვებენ. მათ გადაწყვეტილების მიზეზად საკონსტიტუციო ცლილებების ჩაგდება დაასახელეს. 

,,სამწუხაროდ, შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ეს. შედეგი დადგა ესეთი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო ეს და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, “  - ამბობს თამარ ჩუგოშვილი. 

დღის ამბები