18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა  და თანამდებობები დატოვეს  დეპუტატებმა  – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ და  დიმიტრი ცქიტიშვილმა.

"განცხადება გავაკეთეთ, ვტოვებთ უმრავლესობას, ვტოვებ ასევე საპარლამენტო პოზიციას" - საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ხულორდავამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვეს. ამის შესახებ განცხადება მედიასთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

"განცხადება გავაკეთეთ, ვტოვებთ უმრავლესობას, ვტოვებ ასევე საპარლამენტო პოზიციას. იმ შედეგიდან გამომდინარე, რომელიც დადგა. ეს საკითხი ჩემთვის არის პრინციპული, ეს შედეგი ჩემთვის არის მიუღებელი. ჩვენს გუნდში ეს გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა, ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხზე მიგვეღო გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი იყო ინფორმირებული იმაზე, რომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპული, მნიშვნელოვანი საკითხი,“ - აცხადებს თამარ ხულორდავა.

 

 

დღის ამბები