18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ცეცხლი, კარვები, ვარდები - რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება  

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. ადგილზე შეკრებილები ხელისუფლების შეცვლას, დროებითი მთავრობის დაკომპლექტებას  და პროპორციული წესით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

პარლამენტის შენობის წინ ისევ გაშლილია კარვები. მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე შეშა მიიტანეს და ცეცხლი დაანთეს. ადგილზე მიიტანეს ვარდებიც.   

"ნოემბრის თვეა, ვარდი არის ქართველისთვის ალბათ უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების სიმბოლო. ვიცით საიდან დაიწყო საქართველოს წინსვლა. სწორედ ბრძოლას უკავშირდება ქართველი ადამიანისთვის და უკავშირდება ყველაზე დიდ გამარჯვებას, როდესაც დაიწყო საქართველოს სვლა ევროპისკენ და ნატოსკენ. ეს არის მინიშნება, რომ ამ ეტაპზე ქართველი ხალხი დანებებას არ აპირებს და იბრძოლებს ბოლომდე. უნდოდა წინააღმდეგობა - მიიღო სამოქალაქო წინააღმდეგობა და გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ," - აცხადებს მოძრაობა "შეცვალეს"  წევრი ნიკა ფარულავა.

 

დღის ამბები