რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთმა ფრთამ "შეცვალე", რუსთაველის გამზირზე მსვლელობა დაიწყო.
"შეცვალეს" წევრები პარტია "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართებიან და გეგმავენ, კიდევ ერთხელ გააჟღერონ აქციაზე გამოთქმული მთავარი მოთხოვნები.
"მივდივართ "ქართული ოცნების" ოფისთან, რომელიც რეალობაში რუსული ოცნება აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია აღარ გააჩნიათ. ხელისუფლებას არ ესმის ხალხის," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "კურიერთან" საუბრისას.