18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

წითელი ბარათი ხელისუფლებას დღეს სხვა ოპოზიციური სპექტრის მსგავსად, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმაც უჩვენეს.

რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, "პატრიოტთა" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა იდენტური მოთხოვნით შეკრება რესპუბლიკის მოედანზე 5 საათზე დაიწყეს.

გადაიკეტა რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზაც. მხარდამჭერები დღეს მხოლოდ ერთს - ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ. 

"პატრიოტთა ალიანსს" დღეს ორი სცენა ჰქონდა, თავდაპირველად პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედნიდან მიმართეს, შემდეგ დაიწყო მსვლელობაც.

პარტიამ მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან ოპერასთან გადაინაცვლეს, გაგრძელდა ლიდერების სიტყვით გამოსვლები და მოთხოვნების გაჟღერებაც, მათ რუსთაველის გამზირზე მისვლაზე უარი თქვეს. 

დღის ბოლოს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, პარტია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ინაშვილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს თბილისსა და რეგიონებშიც.

"პატრიოტთა ალიანსის" პროტესტი მალევე დასრულდა, მხარდამჭერებს დღის ბოლოს ირმა ინაშვილმა დაშლისკენ მოუწოდა, მორიგი მასშტაბური აქცია კი ლიდერებმა 23 ნოემბერს დაანონსეს.

დღის ამბები