18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ბუნებრივია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს იმის გამო, რაც დღეს ჩაიდინეს - სოზარ სუბარი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ქმედებები ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, როდესაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სპეცრაზმელებს - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა გააკეთა. 

"ყველაზე რადიკალური მოწოდებებიც კი, როგორიცაა: "ხელისუფლების დამხობა", "დავამათავრებთ", "საყოველთაო დაუმროჩილებლობა" და ა.შ. არის ძალიან ცუდი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი მოწოდებები გადადის ქმედებებში და ხდება პარლამენტის ბლოკირება, ბოქლომების დადება და პარლამენტის წვერებზე თავდასხმა, ასეთ დროს სახელმწიფო მოვალეა, თავისი უფლებამოსილება განახორციელოს და აღკვეთოს უკანონობა.

ისინიც კი, ვინც მომიტინგეების გამართლებას ცდილობდნენ, აღიარებდნენ, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, სპეცრაზმი კი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, თუმცა მაინც ვიხილეთ მათზე თავდასხმა განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თავმჯდომარის და ვაშაძის გაუგონარ ქმედებას ვუსვამ ხაზს, როდესაც ხელებს ურტყამდა სპეცრაზმელებს. ბუნებრივია, რომ ამის გამო "ნაციონალური მოძრაობა" გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ძალიან ცუდია, რომ დაპირება არ შესრულდა, მაგრამ ამის გამო რევოლუციაზე საუბარი გაუგონარი ამბავია - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები