ბოკერიას თქმით, ოპოზიცია აპირებს გერმანული მოდელის კანონპროექტი ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნოს და ექსპერტული ანალიზი მოსთხოვოს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
"ვაპირებთ ჩვენს კონსტიტუციასთან ადაპტირებული "გერმანული მოდელი" რიგ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ და ექსპერტული ანალიზი ვთხოვოთ, არის თუ არა ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ეს მოხდება სწრაფად და ამ დასკვნების მიღების შემდეგ, სადაც პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, დასკვნა იქნება, რომ შეესაბამება, მოხდება ივანიშვილის რეჟიმის შემდგომი გაშიშვლება არა მარტო ქართული საზოგადოების თვალში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე, კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს და გახდეს კრიტიკული. საზოგადოებასთან დაპირისპირებაში მათი გადარჩენის შანსი არის ნოლი," - განაცხადა ბოკერიამ.