საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შავი ზღის რეგიონი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ნატო საქართველოს, გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას უცხადებს. სტოლტენბერგმა აღნიშნა ისიც, რომ არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობენ.
“შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გვყავს ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი - საქართველო და უკრაინა,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.