თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო მიიღო.
ჯეიმს ედვარდ ოგლეტორპის სახელობის ჯილდო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირმა გამორჩეული სამსახურისთვის და საქართველოსა და აშშ-ს შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.
საქართველოსა და აშშ-ის, ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ატლანტაში ვიზიტის ფარგლებში აღინიშნა.