"მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პიზიცია გაჩნდება," – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, პრესსპიკერის თანამდებობას შეთავსებით, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.
"ეს გახლავთ ახალი პოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციას, ჩვენს მოქალაქეებსა და მედიას შორის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად," - აღნიშნა გახარიამ.