18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
აქტივისტებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დეპუტატების სურათები დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა დეპუტატების სურათები დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს, ასევე აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნები დააბოქლომეს, რადგან ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ბიზნესცენტრის კარზე ბოქლომის შებმის საშუალება არ მისცეს.

ახალგაზრდების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სახლთან ნაგვის ურნის მიტანას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა არც ამის საშუალება მისცეს.

წინააღმდეგობის მიუხედავად, მოძრაობა "გაბედეს" დემოსტრანტებმა იმ დეპუტატების სურათები დახიეს, რომელებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, აქტივისტებს აქციის გამართვის უფლება აქვთ, თუმცა შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

ივანიშვილის სახლთან ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

დღის ამბები