18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულზე ავთანდილ იოსელიანს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა:

"დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რათა გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოსთვის თავდადებულთა მიმართ. ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის დიდი პატივია, დავაჯილდოვო აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები. სიკვდილის შემდეგ, დღეს, 24 ადამიანი დაჯილდოვდება სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი.

მათ შორის, დღეიდან გვეყოლება კიდევ ერთი ეროვნული გმირი ავთანდილ იოსელიანი. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

ამ ჟესტით დღეს სახელმწიფო კიდევ ერთხელ გამოხატავს მოწიწებას თავისი გმირების მიმართ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები