18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"ვითხოვთ სოციალურ სამართლიანობას" - დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი 

პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, კიდევ ერთი შეკრება გაიმართა ფილარმონიასთან. საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და მშრომელთა გაერთიანებაა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან და რიგით ადამიანებთან ერთად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. მათ მმართველი გუნდის მიმართ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ - დასაქმებული ადამიანების უფლება იყოს დაცული, ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს და აზარტული თამაშები აიკრძალოს.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, პროპორციული არჩევნების სისტემა მხოლოდ პარლამენტში მოსახვედრი მექანიზმი არ უნდა იყოს.

"დღესვე უნდა განაცხადოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები, მარტო პარლამენტში მოსახვედრად თუ რაიმეს ცვლილებისთვის. ჩვენ ვითხოვთ სოციალურ სამართლიანობას," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები