საქართველოში არსებულ ვითარებაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი საუბრობს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება კონფრონტაციაში შესვლაა, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებასთან, არამედ საქართველოს მეგობრებთანაც, რადგან პროპორციული არჩევნების უარყოფის შემდეგ, საქართველოს მეგობრებს კრიტიკული შეფასება ჰქონდათ.
“ვნახოთ ახლა, ოთხშაბათს, როგორი განცხადებები იქნება, როგორ “ტაშისკვრით“ შეხვდებიან საქართველოს მეგობრები, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უფლებებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, თუნდაც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის. რას ფიქრობენ ისინი "ქართული ოცნების" დღევანდელ ასეთ თავხედურ და კონფრონტაციულ გადაწყვეტილებაზე“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.