18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია პარლამენტის ბლოკირება არ დაუშვას - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, თუ იქ შეკრებილი მოქალაქეები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. მდინარაძის თქმით, სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, არ დაუშვას პარლამენტის ბლოკირება.

"თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად. ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ადამიანების ჯანმრთელობას, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ.

მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, არ დაუშვას სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება. სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოქმედებენ და საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები