პარლამენტში პლენარული სხდომა 12:30 წუთზე დაიწყო. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა.
აღსანიშნავია, რომ სესიას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის“, “ევროპული საქართველოსა“ და “პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები.
პლენარულ სხდომას დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ესწრება.