18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
გივი თარგამაძე დარწმუნებულია რომ შექმნილ ვითარებაში, პირველ რიგში, მთავრობა დაიღლება

"ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე დარწმუნებულია, შექმნილს ვიტარებაში პირველ რიგში,  ხელისუფლება დაიღლება.

თარგამაძის განცხადებით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე შედეგს არ გამოიღებს.

"ქვეყანაში არსებული რეალობა უფრო ნათლად გამოიკვეთა და რაც მთავარია, გამოიკვეთა, რომ სამწუხაროდ, მთავარი საკანონმდებლო ორგანო დღეს ფიქციად არის ქცეული და მის წევრებს უწევთ შესვლა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის ძალისხმევით. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა პირველი დაიღლება. ჩვენ არ დავიღლებით და მოვახერხებთ იმას, რომ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, ამ ერთი წლის განმავლობაში, იმდენი ხანი გაგრძელდეს ეს პროცესი. ეს, გამოიღებს შედეგს თუ არა, გამოჩნდება," - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

დღის ამბები