18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილს "გაბედეს" წევრებმა პრესკონფერენციის ჩატარების უფლება არ მისცეს

ამ წუთებში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც მედიაცენტრ “მთავარში“ პრესკონფერენციას მართავდა, სამოქალაქო მოძრაობა"გაბედეს" აქტივისტები შეუვარდნენ.

"გაბედეს" წევრები, გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ და პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების გამო, პასუხს სთხოვდენ.

გურამ მაჭარაშვილი პოლიციის თანხლებით გაიყვანეს. მან პრესკონფერენციის ჩატარება ვერ შეძლო. 

აქტივისტები მაჭარაშვილს "მონას" უწოდებენ.

დღის ამბები