18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
სტრატეგიული ანალიზის ცენტრი უმრავლესობასა და ოპოზიციას სამუშაო პლატფორმას სთავაზობს

ე.წ. "გერმანული საარჩევნო მოდელის" კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობისთვის, სტრატეგიული ანალიზის ცენტრი უმრავლესობასა და ოპოზიციას სამუშაო პლატფორმას სთავაზობს.

ცენტრის წარმომადგენლები მხარეებს საარჩევნო მოდელზე სამართლებრივი პოზიციების შეჯერებისა და მუშაობისთვის ნეიტრალურ სივრცეში ელოდებიან.

შეთავაზების მიღების შემთხვევაში, განხილვებში როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური ჯგუფები სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვებიან. სამუშაო პლატფორმა პროცესის დიალოგის რეჟიმში გადაყვანას ემსახურება.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტის, დავით ჯანდიერის თქმით, აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში მხარეებს შორის ე.წ. "გერმანული საარჩევნო მოდელის" კონსტიტუციურობის შესახებ სამართლებრივი პოზიციებისა და შესაბამისი არგუმენტების გაცვლა განხორციელდება.

როგორც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს, პლატფორმაში დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის სრული ჩართულობა მნიშვნელოვანია.

"ნდობის სივრცე აღარ არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და იმ შემთხვევაშიც კი თუ ორი მხარე შეთანხმდება რამეზე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ხელისუფლება აი ამ შეთანხმებას შეასრულებს," - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

დღის ამბები