დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა იქნება. ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში რამდენიმე საათში დაიწყება.
სტრასბურგის ქუჩებში უკვე გამოჩნდა ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთია მორთული სპეციალური ტრამვაი, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა იმგზავრეს.
სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით.
ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.