“საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დღის წესრიგი, საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს“ - ასე აფასებს პრემიერის პრესსპიკერი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის გადაბარებას.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საქართველო პირველად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყანა და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
"საქართველოს, ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე, გააცნოს როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამ ღირებულებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისო ევროპულ დღის წესრიგში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.