"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი" ეკა გიგაური საკანონმდებლო ორგანოსთან მშვიდიდობიანი აქციის მიმდინარეობისას, ბარიკადების აღმართვას უკანონოდ მიიჩნევს.
ეკა გიგაურის შეფასებით, ბარიკადების აღმართვის საჭიროება არ იყო.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის ძალადობრივი აქცია. შესაბამისად, ასეთი ქმედებები პოლიციის მხრიდან და ბარიკადების აღმართვა საჭირო საერთოდ არ იყო. მესმის რომ დეპუტატებისთვის არის პრობლემა მოისმინონ ის, რომ სირცხვილია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა რომ ჩააგდეს, მაგრამ ეს არის ის, რაც მათ უნდა ატარონ," - განაცხადა ეკა გიგაურმა.