18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ყველა ვცდილობთ ეს უკანონო დაკავების ფაქტი აღმოვფხვრათ - კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპირებული რეჟიმის მიერ ტყვეობაში ყოფნის საქმეს ეხმაურება.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, ის, ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხში აქტიურად არის ჩართული და ცდილობს უკანონო დაკავების ფაქტი აღმოფხვრას. 

კარლ ჰარცელის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც დაესწრება, სადაც ექიმის უკანანო დაკავების ფაქტზე იმსჯელებენ.

"ველოდებით ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, რასაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც დაესწრება. შეხვედრაზე შესაძლებლობა იქნება გადავხედოთ სიტუაციის სრულ მოცემულობას, მათ შორის საზღვარზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები