მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც ხვალ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით უნდა შედგეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.
ვოლსკის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი ვინმემ კონსტიტუციურად ჩათვალოს.
"მე არა მგონია რომ არსებობდეს ისეთი იურიდიული განათლების მქონე ადამიანი ან მით უმეტეს პოლიტიკური წარმომადგენლობა, რომელიც იტყვის რომ მოხდა რაიმე უკანონობა. პარლამენტია და ისევეა როგორც სხვა ქვეყნებში, განვითარებულ დემოკრატიებში ხდება.მეორეც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ ჩათვალოს ის მოდელი რაც შემოთავაზებულია, რომ კონსტიტუციას შეეფერება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.