18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს - უკრაინაში და ესტონეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ კოლეგას სოლიდარობას უცხადებენ

ესტონეთში მცხოვრები ქართველები, მათ შორის ქართველი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რომ ყველაფერი იქნას გაკეთებული იმისთვის, რომ ქართველი ექიმები ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლდეს,

ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინაში მყოფი ქართველი და უკრაინელი ექიმებიც:

"დღეს როგორც არასდროს გვმართებს ერთმანეთის მხარდაჭერა. ჩვენ უკრაინაში მოღვაწე სხვადასხვა პროფილის ექიმები, უმორჩილესად ვთხოვთ მსოფლიო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს მთავრობას, უკრაინის მთავრობას, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი ჩვენი კოლეგის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმისგან," - აცხადებენ ექიმები.

დღის ამბები