18 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
კინოფილმის "კომეტები" ჩვენება ექსცესების გარეშე დასრულდა 

კინოფილმ "კომეტების" ჩვენება, რომელმაც გარკვეული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია, დასრულებულია. ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელმა კინოთეატრ "ამირანის" შენობა მშვიდ ვითარებაში პოლიციის კორდონების დახმარებით დატოვა. 

ფილმის ჩვენების პარალელურად კინოთეატრ "ამირანთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების თქმით, ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, რომელიც მათი შეფასებით, ლგბტ თემის "პროპაგანდას" ემსახურება.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, პროტესტით აქციის მონაწილეები მთავრობას და რეჟისორებს მესიჯს უგზავნიან.

"ჩვენი მიზანია, ფილმის მაყურებლებმა იცოდნენ, რომ ეს არის ცუდი ფილმი, პროპაგანდა გარყვნილების, ჰომოსექსუალების და არ უნდა უყუროს. ასევე მესიჯი მთავრობას, რეჟისორებს და ლგბტ ლობის, რომ ჩვენ აქ ვდგავართ და ვამხელთ ამ ბინძურ ფილმს,“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

დღის ამბები