ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ ორ მეთევზეს, რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით, ძიების პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სწრაფი რეაგირების ბაზის ჯგუფი, ასევე, გამოყენებულია სითბური დრონი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიის დეტალურ მონიტორინგს ახორციელებდა.
შეგახსენებთ, 2 დეკემბერს ორი მამაკაცი ჯანდარის ტბაში ნავით შევიდა და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდა.