ზესტაფონში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე მეწარმე სხვადასხვა უცხოური დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ინახავდა და ყიდდა.
ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.