საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს აზრთა გაცვლის მნიშვნელობა და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
"ჩვენს მიერ ინიცირებული დიალოგის დროს გერმანულ მოედელზე საუბარი საკმაოდ აქტიური იყო, ისე რომ დიალოგის მონაწილე თითოეულ მხარეს ერთმანეთის პოზიციის მოსმენა შეეძლო. ჩართულმა მხარეებმა უნდა გაიაზრონ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა აზრთა გაცვლას და შესაბამის დასკვნებამდე უნდა მივიდნენ,"-აცხადებს კარლ ჰარცელი
ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საუბარი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა.