საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაპირისპირებებზე "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს. სალომე ზურაბიშვილმა არც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა.
"ეს არ არის თქვენი საქმე" - ასე მოკლედ უპასუხა პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალების საქმეზე "კურიერის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
სალომე ზურაბიშვილის ჩაწერა "რუსთავი 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილი საღამოს შემდეგ სცადა.